15 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეშის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN“ – რეგიონული კოორდინატორი მაია კოდუა, თვითმმართველი ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს წარმომადგენლებს შეხვდა.
ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, CENN „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, იწყებს ინიციატივას საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის მომსახურების შესამცირებლად. დამსწრე საზოგადოებას კოორდინატორმა CENN-ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და სატყეო სააგენტოსთან ერთად მომზადებული საინფორმაციო მასალების და ტყის ვებ-პორტალი წარუდგინა და შესაბამისი ბუკლეტები დაურიგა.