დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, უმაღლესი ლიგის ბომბარდირს, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს გია გურულს და ხობის „კოლხეთის“ მწვრთნელ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელზეც ამ ეტაპისთვის გია გურულის კანდიდატურა მოიაზრება.