უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია ხობში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით  ქ.ხობში 20 დეკემბერს  შპს „მკურნალის“ ბაზაზე  11 : 00 საათიდან ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. აქციის ფარგლებში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს თერაპევტის, ნევროლოგის,  კარდიოლოგის,  ენდოკრინოლოგის, ოფტალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ქირურგის კონსულტაციებს, ულტრა ბგერით გამოკვლევას.  დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაციები და დაურიგდებათ გარკვეული სახის მედიკამენტები.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ შპს „მკურნალს“.

ქ.ხობი, ცოტნე დადიანის 193.