დღეს, ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბავშვთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ოქროს წიწილა“ ჩატარდა. საახალწლო პროგრამის ფარგლებში ხობელ პატარებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. სპექტაკლის დასაწყისში სპექტაკლის პერსონაჟებმა მხიარულ შეჯიბრში აქტიურად ჩართეს პატარა მაყურებლები, მათი მშობლები და ისინი საახალწლო სიმღერებსა და ლექსებში შეაჯიბრეს. სპექტაკლის დასასრულს თოვლის ბაბუამ, სხვა პერსონაჟებთან ერთად პატარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს. სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.