სემინარი თემაზე : ,, ცივი იარაღის ტარება,, სასჯელის სახეები არასრულწლოვნებში,, ,, დანაშაულის პრევენცია,, ...

საქართველოს პროკურატურა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში ერთობლივ პროექტს აგრძელებს, რომელიც არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ამჯერად, შეხვედრა გაიმართა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან, პრეზენტაცია-სემინარს უძღვებოდა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბატონი გიორგი მიქავა. სემინარი გაიმართა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ცივი იარაღის ტარებაზე, და სასჯელის სახეები არასრულწლოვანთა მიმართებაში.

პრეზენტაციის შემდეგ, მსჯელობა გაიმართა ყველაზე გავრცელებულ დანაშაულზე , პროკურატურის ფუნქციებზე და ცივი აიარაღის აკრძალვაზე. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება და იდეები ბავშვთა დანაშაულის მიმართ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა გერგაია
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი გოჩა ქაჯაია
პროკურატურის თანამშრომლები პროგრამას, ეტაპობრივად ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელებენ.
შეხვედრის დასასრულს, ყველაზე აქტიურ მონაწილე მოსწავლეებს ბატონმა გიორგი მიქავამ სერტიფიკატები გადასცა.

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი