საახალწლო ღონისძიებები საბავშვო ბაღებში დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში  საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.  დღეს ქ. ხობის N2  და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაგა-ბაღებში  არაჩვეულებრივად  გაფორმებულ დარბაზში  და  ლამაზი სათამაშოებით შემკული ნაძვის ხის გარშემო  აღსაზრდელები ცეკვებით,  სიმღერებით და  სხვადასხვა  სასცენო ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.  პატარები  ღონისძიების დასასრულს დასაჩუქრდნენ საახალწლო საჩუქრებით. საახალწლო ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს მიულოცეს დამდეგი 2015 წელი და ლაღი ბავშვობა უსურვეს.