სათნოების სახლის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

   
30 დეკემბერს  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს წევრებმა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“  ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.  „საახალწლო პაკეტი“ (ქათამი, შაქარი, ფქვილი, კანფეტები, ნამცხვარი, ვაშლი, ლიმონათი) 58 ოჯახის 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.
    დღეს, საახალწლო საჩუქრად ყულევის შავი ზღვის ტერმინალის წარმომადგენლებმა  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს“ 700 ლარის პროდუქტი გადასცეს. სურსათი  (ფქვილი, კარტოფილი, თევზი, ხორცი, რძის ფხვნილი, ტომატი, ზეთი, ბრინჯი, ვერმიშელი, კისელი, შაქარი, ვანილი, ქიშმიში, ლიმონათი) ბენეფიციარებს 10-15 დღის განმავლობაში მოხმარდებათ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყულევის შავი ზღვის ტერმინალს  ქველმოქმედებისათვის მადლობას უხდის და  დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.