ერთი ლამაზი დღე საოციალურად დაუცველ ოჯახებში (video)



29 დეკემბერს,  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N291 დადგენილების შესაბამისად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს პირველადი დახმარება გაუწიეს და  ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა სტატუსის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ხობის მუნიციპალიტეტის   მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ტრადიციული საახალწლო საჩუქრები, სოციალური მომსახურების ხობის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, დეპუტატის ბიუროს, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა  გადასცეს. 
    „საახალწლო პაკეტი“ პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტებს, საყოფაცხოვრებიო ნივთებს და ტკბილეულს მოიცავდა. დღევანდელი საქველმოქმედო დღით მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ომისა და შრომის ვეტერანებს და 100 წელს გადაცილებულ მოხუცებს  მოეფერნენ და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.