ფოთელი ემიგრანტის საჩუქარი ქვემო ქვალონის საჯარო სკოლას


 
ლონდონში მცხოვრებმა ფოთელმა ემიგრანტმა ვალერი ბასილაიამ, სოფლად  ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქვალონის საჯარო სკოლას (დირექტორი - ლუარა ყალიჩავა)  საჩუქრად 450-მდე თანამედროვე ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ჟანრულად მრავალფეროვანი წიგნები გამოუგზავნა. როგორც  „ხობიnews“-თან საუბრისას  ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ლიტვინენკომ აღნიშნა: „ბატონი ვალერის დახმარებით სკოლას ინგლისურენოვანი  უნიკალური  წიგნები გადმოეცა. მათ შორის არის ჯოან როულინგის, დენ ბრაუნის, იზაბელ ვულფისა და სხვა თანამედროვე ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ნაწარმოებები, ასევე BBC-ის მიერ გამოცემული სერიული წიგნები და უნიკალური ენციკლოპედიები. წიგნები მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხელს შეუწყობს.
ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი ქართველები, რომელნიც ქვეყნის განვითარებას განათლებული თაობების აღზრდაში ხედავენ. მინდა ავღნიშნო, რომ ბატონმა ვალერმა ასეთივე უნიკალური წიგნების კოლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსაც გამოუგზავნა. ამ წიგნების საშუალებით ქვემო ქვალონის სკოლის მოსწავლეები ორიგინალში წაიკითხავენ თანამედროვე ინგლისელი თუ ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებს, ეს კი ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებას.“


p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომ სკოლას არ გააჩნია ბიბლიოთეკა და წიგნადი ფონდი ინგლისური ენის კაბინეტშია განთავსებული.