2014 წლის 11-15 დეკემბერს საქართველოს ბილიარდის ეროვნულმა ფედერაციამ ქ.თბილისში კლუბ ,,ელდორადოში" ჩააატარა საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, სახეობა-,,თავისუფალი პირამიდა".
დებულების თანახმად ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 32 სპორტსმენმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 2014 წლის 1 დეკემბრის რეიტინგის მონაცემების მიხედვით.
ჩემპიონატზე განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფის მოსწავლემ სანდრო ჩიტაია (მწვრთნელი ლ.ბასილაია).
ფინალურ შეხვედრაში მან დაამარცხა 17 წლის ბათუმელი მობილიარდე ნ.თებიძე. ს.ჩიტაიამ ფედერაციის გადაწყვეტილებით დაიმსახურა ,,ვუნდერკინდის" ტიტული. შესაბამისი დიპლომი სხვა საპატიო პრიზებთან ერთად მას გადასცა საერთაშორისო სპორტის ოსტატმა, უხუცესმა მობილიარდემ ენრიკო მაჩაიძემ.