12-14 დეკემბერს ქ. ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მე-12 საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდების გარდა სომხეთის 3 და თურქეთის 2 გუნდი მონაწილეობდა (სულ 250 მოჭიდავე).
ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის გუნდისთვის, რომელიც ტურნირზე 8 სპორტსმენით გაემგზავრა და შემდეგი შედეგი აჩვენა:
ხეცურიანი ჯონი - 58კგ წონითი კატეგორია-I ადგილი;
ყორშია ნიკა - 54 კგ წონითი კატეგორია II ადგილი;
იოსავა შოთა - 58კგ წონითი კატეგორია II ადგილი,
სოსელია ირაკლი - 46კგ წონითი კატეგორია II ადგილი;
ნაკაშია ირაკლი - 42 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
პერტახია გოგა - 46კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ჯოჯუა მამუკა - 50კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
გოგოხია თემური - 58კგ წონითი კატეგორია III ადგილი.