გილოცავთ მთავარანგელოზობას!


საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, სადაც დღეს ტაძრის მოძღვერმა მამა ცოტნემ (ბიწაძე) ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. 

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
წმ. მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა და მოგვცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში “ზეციურ იერარქიის შესახებ” წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე დაყრდნობით. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
ანგელოზთა შესახებ ცნობები წმიდა წერილიდან და წმიდა გარდამოცემიდან გვაქვს. სახარებაში ქრისტეც ბრძანებს: “ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხჰყოთ – ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა”
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

http://www.khobi.ge/index.php?news=1&year=2014&month=11&date=2014-11-21#.VG8_9jSsVf8