ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, სოფელ პატარა ფოთში მიმდინარე წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ნოსირი-ფოთის წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა“ ახორციელებს, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. წყლის ახალი ქსელი უკვე გაყვანილია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოში. 11 კოლომეტრიანი მონაკვეთი პატარა ფოთში ორ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ოჯახებში წყლის მილების შეყვანა დაიწყება.