28 ნოემბერს ფოთისა და ხობის ეპარქიამ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში“ უმასპინძლა. პრესკონფერენცია, სადაც ბევრი აქტუალური კითხვა დაისვა, მომხსენებლები იყვნენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორები თენგიზ ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი (გერმანია), ლალი ზაქარაძე, გიორგი ხუროშვილი და დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
ხობის დედათა მონასტრის საკონფერენციო დარბაზში კონფერენციას, როგორც ფოთისა და ხობის ეპარქიის, ასევე სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები, სტუდენტები, პედაგოგები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.