24 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეას“ წარმომადგენლები, კოოპერატივების მობილიზაციის კოორდინატორი ელისო ცხადაია, მობილიზატორი თინათინ დიდიშვილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ხობის საინფორმეციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა ფერმერებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში განსახორციელებელ საგარანტო კონკურსის მეორე ეტაპზე, ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების შესახებ ისაუბრეს. დამსწრე
საზოგადოებას ბიზნეს იდეის მომზადების შესახებ სააპლიკაციო ფორმა და სახელმძღვანელოები გადასცეს.
საზოგადოებას ბიზნეს იდეის მომზადების შესახებ სააპლიკაციო ფორმა და სახელმძღვანელოები გადასცეს.