ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხებით მომავალ წელს დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსახორციელებელ პროექტებზე
ისაუბრა. განხილვაში
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე.
საჯარო განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების წარმომადგენლები და ხობის მოსახლეობა, დასახელდა სხვადასხვა პრობლემური საკითხი, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვენ ადგილობრივ ბიუჯეტში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დარბაზში მყოფ საზოგადოებას დაპირდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.