პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევო კონგრესი

2014 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “დ” პლაზაში, გაიმართასაქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევო კონგრესი. ყრილობას ხობიდან ესწრებოდნენ შემდეგი დელეგატები:დინა ჯანჯღავა - საჯარო მოხელეთა პროფკავშირის ხობის რაიონულიორგანიზაციის თავმჯდომარე, მახარე ჩოკორაია ხობის 
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და მარინე ლაგვილავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში.კონგრესს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ბერნადეტსეგოლი, გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანებისთავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
მოსმენილ იქნა პროფესიული კავშირის გამგეობისა და საკონტროლო - სარევიზიოკომისიის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. გაიმართადებატები. კონგრესის დელეგატების მიერ გამგეობისა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში შეფასდა დადებითად. შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები პროფესიული კავშირის წესდებაში, დამტკიცდა2015–2018 წლების სამოქმედო პროგრამა. კონგრესმა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩია ნუგზარ ჭინჭარაული, მოადგილედ მანანა გელაშვილი