„სიბრძნის საგანძური“ სოფელ თორსაში


31 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის ბიბლიოთეკაში „სიბრძნის საგანძურის“ გახსნის პრეზენტაცია მოეწყო.  პროექტი ასოციაცია  „ათინათთან“  პარტნიორობით,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და  გაეროს  ერთობლივი პროგრამით, სოფლის მოსახლეობის ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით  დაფინანსდა და  განხორციელდა. პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც  ბიბლიოთეკის სპეციალისტი გვანცა კიკალეიშვილი უძღვებოდა, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია  ესწრებოდნენ.  პრეზენტაციის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა  წაიკითხეს ლექსები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე.
   პროექტი „სიბრძნის საგანძურის“ მიზანია სოფელში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და აღჭურვა. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 6 634 ლარს, აქედან გაეროს განვითარების პროგრამით დაიხარჯა  5 917 ლარი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სურვილით 212 ლარი გაიღო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 505 ლარი.