დღეს, 30 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ წარმომადგენლებმა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე „სუფთა გარემო ჩვენი არჩევანია!“
პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში ისაუბრეს გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ. სტუმრებმა, შეხვედრაზე დასმულ კითხვებს ამამწურავი პასუხები გასცეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.