29 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურის ხელმძღვანელები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დ. ჭოჭუამ. ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში.
სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. წარმოდგენილი პროექტით ცვლილებები შევიდა გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურსა და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულებებში, გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა-გამგებლობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილება გახდა, კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმის ასახვა ხდება გამგეობის შესაბამისი სამსახურების დებულებებში, კანონის მოთხოვნის თანახმად იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოს როლის სამართლებრივი განსაზღვრის მიზნით, გამგეობის მიერ წარმოდგენილ იქნა იურიდიული პირების წესდებებში ცვლილებები.
სხდომაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, შეიქმნა კომისია 7 წევრის შემადგენლობით. შოთა სირაძე - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარე; როსტევან გვარამია - საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გოჩა სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - კომისიის წევრი; ლამზირა თოდუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი; ეკა ტიბუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; გოჩა შანავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; სევერიან ბუკია - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომელიც შეთანხმებულ იქნა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან.
საკრებულოს გაწყვეტილებით „ხობის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიიის თავმჯდომარედ დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.