ბილიარდის ტურნირში ხობელებიც მონაწილეობდნენ

   
25-29 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საბილიარდო კლუბ ,,პირამიდაში"  საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარდა  საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, სადაც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის  განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფის სპორტსმენები: ლუკა ლოლუა,  ფრიდონ გამისონია, სანდრო ჩიტაია, ედიკა კვიკვინია (მწვრთნელ-მასწავლებელი ლ. ბასილაია).
    ტურნირში ოლიმპიური სისტემის 32 უძლიერესი მობილიარდე თამაშობდა, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეთა შორის   ხობელი 11 წლის სანდრო ჩიტაია იყო.  ფინალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა პაატა ხმალაძემ გაიმარჯვა.