25 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, რამაზ კიტიას სახელობის თასზე პირველობა მინი ფეხბურთში, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების შორის დაიწყო.
ტურნირის გახსნას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე
ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას.
პირველობა გაგრძელდება 25 სექტემბრიდან 1ოქტომბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) ქ. ხობის
დ. ხურცილავას სახელობის ხელოვნურსაფარიან
მოედანზე. პირველობაში მონაწილეობენ კომპანია
ჯი-პი-ერ-ის, საფეხბურთო კლუბის, საფეხბურთო სკოლის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის,
პოლიციის, ბანკი „კრისტალის“, ბანკი „კონსტანტასა“ და სახანძრო-სამაშველო დაწესებულებათა გუნდები.
ტურნირი მიზნად ისახავს რამაზ კიტიას სახელის უკვდავყოფას, საზოგადოებაში პასუხისმგებლობის
გრძნობის ამაღლებასა და დაწესებულებების თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა
და მათ ჩაბმას სპორტში, კერძოდ, მინი ფეხბურთში.
ფინალური თამაში გაიმართება 1 ოქტომბერს,
ახალი ხიბულის რამაზ კიტიას სახელობის მინი სტადიონზე. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება რამაზ კიტიას სახელობის თასით. დაჯილდოვდებიან აგრეთვე საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და სხვადასხვა
ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები.