15 სექტემბერს ხობის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების
პირველ კლასებში სასწავლო პროცესს 285 მოსწავლე შეუდგა. საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.