ახალი სასწავლო წლის დასაწყისის მილოცვა

სასწავლო წლის დასაწყისი მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი, რადგან მას თან სდევს მასწავლებლის უდიდესი ენერგიის მობილიზება, მოსწავლის განწყობა - მიიღოს განათლება, მშობლის მოლოდინი -რომ ახალმა სასწავლო წელმა მეტი საფუძველი შეუქმნას მომავალ თაობას.
ვულოცავ ახალი 2014-2015 საწავლო წლის დაწყებას ხობის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. სასწავლო პროცესის დაწყებას ვულოცავ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების თანამშრომლებს, აღმზრდელებს, ყველა პატარას, ვინც სექტემბრის ამ დღეს სკოლებსა და ბაღებში ხვდება თავიანთ აღმზრდელ-მასწავლებლებს.
ვულოცავ კურსდამთავრებულებს, ვინც სტუდენტის სტატუსით აგრძელებს სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
წარმატებულ და საინტერესო პერსპექტივებს ვუსურვებ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საჯარო სკოლის დირექტორებს, სამეურვეო საბჭოებს. ჩვეული გარჯით და რუდუნებით ეღვაწოთ ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად.
გილოცავთ!

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია