კაცი პატიოსანი - ველოდი ხასიას 80 წლის იუბილე

ველოდი ხასია
მინდა გესაუბროთ ადამიანზე, რომლის მიმართ სითბო და სიყვარული საზოგადოებისგან დღემდე არ ილევა. უწყინარი, მშვიდი, სათნო და სანდომიანი, ყველას ჭირ-ვარამის გამზიარებელი, დარბაისელი და გამგებიანი, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, სასიქადულო შვილების და შვილიშვილების აღმზრდელი - ეს ჩვენი ველოდი ბიძაა, ხასიების ღირსეული წარმომადგენელი და ერთადერთი წინამძღოლი ძველი თაობისგან.

ველოდი იასონის ძე ხასია დაიბადა 1934 წლის 15 სექტემბერს ხობის რაიონის გაღმა პირველ ხორგაში (ახლანდელი ახალსოფელი). 1954-56 წლებში მსახურობდა არმიის რიგებში, ქართულ დივიზიაში. 1956-59 წლებში სწავლობდა ტექნიკუმში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ტექნიკუმში სწავლის პერიოდში შრომით სემესტრში ორჯერ მიიღო მონაწილეობა ყაზახეთში, ყამირ მიწებზე მოსავლის აღებაში, სადაც დააჯილდოვეს მედლით „ყამირი მიწების ათვისებისათვის“. 1960 წლიდან 1994 წლამდე (პენსიაზე გასვლამდე) მუშაობდა ხობის საგზაო სამმართველოში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად.
15 სექტემბერი მართლაც „დიდი დღეა“, ხასიები საამაყო ერისკაცის, ხოლო ხარებავები კაცობის ეტალონი სიძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
ველოდი ბიძია, ჩვენთვის სათაყვანებელო, საოცარო და ტკბილმოუბარო ადამიანო, გილოცავთ ამ ლამაზ დღეს. მუდამ მხნედ, ჯანმრთელად, უწყინრად და მხიარულად გვყოლოდეთ. იხარეთ და იდღეგრძელეთ შვილებთან: ნატო, ეკა და დიტო ხასიებთან ერთად. ძალ-ღონე და შემართება არ მოგკლებოდეთ შვილიშვილებთან: ანასტასია ხასიასთან; იკა, ვაკო და თორნიკე პირველებთან. დიდხანს ყოლოდეთ სიმამრის სახით თქვენთვის უიშვიათეს და უკეთილშობილეს სიძეს ოთარი პირველს. ტკბილი სიბერე გქონოდეთ მეუღლე კლავდია ხარებავასთან ერთად. დღემდე მოხვეჭილი სახელი და სიყვარული არ გამქრალიყოს ახლობლების გულებიდან.ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ლამაზი ოჯახის შემწე.

უდიდესი სიყვარულით და მოწიწებით ნინო და ნიკა ლიპარტიები

ვატა ქუჩუს ძე ხასია ველოდი ხასიას ბაბუა