შუა ხორგის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს მოეწყო ცოდნის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.სადაც სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სკოლის ღვაწლმოსილი დირექტორი ქალბატონი გულნარა ტაბაღუა,მან ისაუბრა სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნა, რომ სკოლა წარმატებულია, ვინაიდან აქ მაღალ დონეზე დგას სწავლა-სწავლების საკითხი, დანერგილია ინოვაციები. გასულ სასწავლო წელს საჯარო სკოლა დაამთავრა 19-მა მოსწავლემ, აქედან სტუდენტი გახდა ათი,სამი მოსწავლე მოეწყო უფასო ფაკულტეტზე, ერთმა 70%-იანი, ხოლო ორმა 50%-იანი გრანტი აიღო, გვყავს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალოსანი, ასევე გვყავს პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში კომპიუტერის მიმღები სამი მოსწავლე. სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ლანა ტაბაღუამ, მომავლის ბანაკში, მაგიდის ჩოგბურთში მოიპოვა პირველი ადგილი, ოქროს მედალი და 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური. ქალბატონმა გულნარა აღნიშნა იმ დიდი წვლილის, თანადგომისა და დახმარების შესახებ, რომელსაც სკოლა ღებულობს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთელი შემადგენლობისა და განსაკუთრებით ქალბატონ ხათუნა გერგაიასგან. ქალბატონი ხათუნა დაუღალავად იღწვის და საკუთარ ენერგიასა და პროფესიონალიზმს უშურველად გასცემს რაიონის სკოლების საკეთილდღეოდ.
სახელმწიფოსგან უსასყიდლო სახელმძღვანელოები და პირველკლასელთათვის ტექნიკურად გაუმჯობესებული ბუკებით დროულად მომარაგდა სკოლა. რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მთავრობასა და ადგილობრივ რესურსცენტრს. ამ საზეიმო დღეს სკოლას ეწვია და სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წელი მიულოცა ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ედიშერ ჯობავამ და გამგებლის რწმუნებულმა სოფელში, ბატონმა მალხაზ ქაცარავამ.














