მატჩი ხობელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა

დღეს 12 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე  საქართველოს XXVI ჩემპიონატის  I ლიგის გუნდებს შორის გაიმართა საფეხბურთო მატჩი ხობის „კოლხეთსა“  და  ტყიბულის „მეშახტეს“  შორის. ადგილობრივებთან ერთად თამაშს გულშემატკივრობდნენ  სტუმრები ტყიბულიდან, დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ერთადერი გოლი სტუმართა კარში ოთარ ფიფიამ (ნომერი 13) გაიტანა, მატჩი  ხობელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.