დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქმიანი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და ამავე სამსახურის კონსულტანტმა ნათია ქვარცხავამ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს და გამგეობის სხვა მოსამსახურეებს იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მათ მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე საქმიანობის პროცესის სამართლებრივი რეგულირების საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მრავალი პრობლემატური საკითხი იქნა განხილული.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი და გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის უფასო სამართლებრივ დახმარებას. უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:
1. უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
2. სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვა) შედგენა;
3. საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის;
4. საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
5. დამცველის მომსახურება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელსაც შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს.
იურიდიული დახმარების სამსახური დამატებითი სერვისის სახით მოქალაქეებს სთავაზობს ონლაინ კონსულტაციასა და იურიდიული დახმარების მობილურ ჯგუფს. დაინტერესებული პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს მისამართი ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. N 24 ტელ. +995 415 25 34 72 მობ: 595 90 17 02. ასევე სამეგრელო-ფოთის ბიუროს მისამართი ქ. ფოთი, დ.აღმაშენებლის ქ. N 37 ტელ: +995 493 24 33 32 მობ: 595 90 17 03