24 აგვისტოს ქვემო ქვალონში სტარტი აიღო ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალ
გაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის გათამაშებამ მინი ფეხბურთში, ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი" ხობის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ხობის "იმედის", ფოთის "კოლხეთის" სენაკის "ეგრისი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 ის, სენაკის "ეგრისის", ფოთის "კოლხეთი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "იმედი-2" ის ფეხბურთელთა გუნდები. შეჯიბრი გაიმართება როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის, ფინალური შეხვედრა 29 აგვისტოს ნუტის დაბადების დღეს მის მშობლიურ სოფელ ქვემო ქვალონში გოგიტა ქარჩავას სახელობის მინი-სტადიონზე შედგება, სწორედ ამ დღეს ნუტის ხობელი მწვრთნელები დაუპირისპირდებიან მის მარტვილელ, ფოთელ და სენაკელ მწვერთნელებს. ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გემგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, გემგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ქვემო ქვალონიდან ტარიელ ალექსანდრია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გია გვაძაბია, ნუტის მეგობრებთან, მწვრთნელ-მასწავლებლებთან, ოჯახის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.