ხობის საპატიო მოქალაქე

ლუთინი (ლევან) ილიკოს ძე ქავთარაძე  დაიბადა 1934 წლის 13 აგვისტოს  ხობის რაიონის  სოფელ ძველ ხიბულაში.  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1958 წელს. 1965-1967 წლებში  გაიარა კლინიკური ორდინატურა ნევროლოგიაში ნერვულ სნეულებათა კათედრაზე აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის და პროფესორ ალექსი მინდაძის ხელმძღვანელობით.
1958-1961 წლებში მუშაობდა ვაჩიანის, ხოლო 1961-1965 წლებში ახალი ხიბულის შრომა-გასწორების კოლონიის სამედიცინო ნაწილის უფროსად.
1967-1974 წლებში მუშაობდა ჯერ ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-ნევროპათოლოგად, შემდეგ კი  ამავე რაიონის მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში.
1974-1988 წლებში მუშაობდა კურორტ „მენჯში“ ექიმ-ნევროპათოლოგად, შემდეგ კი პოლიკლინიკური განყოფილების მთავარ ექიმად.
სხვადასხვა წლებში იყო მოსკოვის, მინსკის და ბაქოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა ყრილობის დელეგატი.
1996 წელს ქ. ხობის ცენტრში დააფუძნა  შპს „მკურნალი“, სადაც დასაქმდა 20 ადამიანი.
2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
ლ. ქავთარაძე არის სამი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ორი ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ „საბჭოთა მედიცინაში“ თემაზე „ოქსიგენოთერაპია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს“ და იგივე საკითხისადმი მიძღვნილი ნაშრომი ჟურნალ „ვრაჩებნოე დელოში“.
მყავს მეუღლე: ლუიზა გოგილავა - პენსიონერი
შვილები: ლევან ქავთარაძე - შპს „მკურნალის“ ნევროლოგი, საკრებულოს წევრი.
                  თეა ქავთარაძე- უცხო ენების სპეციალისტი
შვილიშვილები: მარიკა, სანდრო, ნინო და ნიკო ქავთარაძეები, ლიკა ბერაია


ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ლუთინი (ლევან) ქავთარაძეს მიენიჭახობის საპატიო მოქალაქის  წოდება.