კაცობრიობის ისტორიიდან კარგად
ვუწყით მაგალითები, როდესაც უწმიდურებასა შინა მყოფი ერები, ხალხები და ტომები ისჯებოდნენ კაცთა მოდგმისათვის
ქრისტეს მიერ მოცემული ცხოვრების წესის დარღვევის
გამო. ამაზე მეტყველებენ ნოეს დროინდელი
წარღვნა, აბრაამის დროინდელი
სოდომ-გომორის განადგურება გოგირდის
ცეცხლით და მრავალი
სხვა.
ამავე დროს ვიცით
გადარჩენის საოცარი მაგალითები-უფალმა გასანადგურებლად გამზადებული
დიდი ქალაქი ნინევია შეიწყალა ხელისუფლების მიერ გადადგმული
სწორი ნაბიჯის გამო.
ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ ხდება სამართლიანობის თანდათანობითი დანერგვა და
ხელისუფლებას მიეცა ადამიანური სახე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზნეობრივი კუთხით დაშვებულ იქნა უხეში შეცდომა, როდესაც პარლამენტმა მიიღო მამათმავალთა და სხვადასხვა ჯურის უკეთურთა
წამქეზებელი ე.წ. ანტიდისკრიმინაციული
კანონი. მეორე, მსგავსი სახის ნაბიჯია,
ჩვენს მეზობლად, ანაკლიაში „კაზანტიპის“ ჩატარების გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გარყვნილებისა
და უზნეობის ფესტივალი
გახლავთ.
ხობი, კოლხეთის
გული, ისტორიულად ზნეობრივი მაგალითების
მიმცემი იყო დანარჩენი
საქართველოსთვის, ამის გამო უფლის დიდი წყალობით
ცოტნე დადიანის ცხოვრება, მოღვაწეობა
და გმირობა ასოცირდება
ჩვენს ქალაქთან, სწორედ ამიტომ
მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი
სიწმინდეები, მათ შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, საუკუნეების განმავლობაში
დავანებული იყო ხობის მონასტერში.
სიმბოლურია, რომ ხობის გერბს სწორედ დედაღვთისას კვართის გამოსახულება ამშვენებს. ყოველივე
ზემოთქმული გვავალდებულებს დავდგეთ კონფორმიზმზე და კაცთა მაამებლობაზე მაღლა და დავაფიქსიროთ
ხობელთა სახელით სწორი პოზიცია.
დღევანდელ საქართველოში
ბევრი ცდილობს ემსგავსოს საბრალო
კიკუს, რომელმაც ფულის შოვნას
დახარბებულმა ჯერ ტანთ გაიხადა, გაშიშვლდა, ხოლო შემდეგ ისიძვა. იმ ალაგს, სადაც არის სიძვა,
მრუშობა, მამათმავლობა, ლესბოსელობა და ა.შ. უფლის მადლი შორდება. როდესაც
იერუსალიმის ტაძარი წაბილწეს, ანგელოზებმა შემდეგი ღაღადისით
დატოვეს იქაურობა: „განვეშორენით აქედან.“ დამეთანხმებით, უდიდესი
სიბრიყვეა უფლის მოთმინების გამოცდა. თუ
„კაზანტიპი“ ჩატარდება, სასჯელი
ღვთისა ჩვენს სამშობლოზე
იქნება უმკაცრესი, მაგრამ სამართლიანი. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება
სახელმწიფოს არსებობა, ამიტომ
გთხოვთ, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭიროთ
საპატრიაქოს და ქართული
საზოგადოების დიდი ნაწილის
მოთხოვნას, რომ აიკრძალოს სატანის მსახურთა
სექსუალური ორგიები ანაკლიაში.
პატივისცემით, ნუგზარ (ხვიჩა)
შონია
ქალაქი ხობი 04.08.2014