მიმდინარე ღონისძიებები სიმინდის ღეროს ფარვანას ნაირჭამიებთან

 
 ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდისა და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საყანე მიწის ნაკვეთებზე დაფიქსირდა სიმინდის, ანუ ღეროს ფარვანა ნაირჭამია მავნებელი, რომლის ძირითად საკვებ კულტურას სიმინდი წარმოადგენს. 
   მავნებლის მატლები იკვებებიან მცენარის ნაზი, ახალგაზრდა ფოთლებით, ხოლო უხეშზე ფხეკენ ფოთლის პარენქიმას (ზედაპირს). უფროსი ასაკის მატლები სრულად სპობენ სიმინდის ახალგაზრდა ნათესებს, ხოლო ზრდასრულ და განვითარებულ მცენარეებზე-ფოთლებიდან მთავარ ძარღვებს. მესამე თაობის მატლები არ მარტო ანადგურებენ მცენარის მწვანე მასას, არამედ, ზიანს აყენებენ რძის სიმწიფეში მყოფ ტაროებს, იკვებებიან რა მისი ძაფებით და წვეროს მარცვლებით.
  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს  გაეწიათ კონსულტაციები მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი  ღონისძიებების შესახებ და გადაეცათ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ინსექტიციდი „სუპერ ჰექტამეტრინი“. ინფორმაცია  ასევე გადაეცა  სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სამერგელო-ზემო სვანეთის სამმართველოს.
     მავნებელთან ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებია:
  პრეპარატი „დეცისი”- 5 გრ - 10 ლ წყალზე, „ალპაკი”- 6 – 10 გრ - 10 ლ წყალზე, სუპერჰექტამეტრინი - 6 – 10 გრ, - 10 ლ წყალზე. 1 ჰა ნათესზე  საჭიროა 300-350 ლიტრი ხსნარი. წამლობისას აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და გავითვალისწინოთ მეტეოროლოგიური პირობები.