სახელი: გოჩა
გვარი: სიჭინავა
საქმიანობა: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე , დღე როდესაც პირველად გავხდი მამა, უდიდესი დღეა ჩემს ცხოვრებაში.
რას ინატრებდით? საქართველოს გამთლიანებას, ჩემი ქალაქის გაძლიერებას, ოჯახის სიმტკიცესა და შვილების ბედნიერებას.
სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ? გავმხდარვიყავი დიდი ფეხბურთელი.
ყველაზე მეტად რას არ ისურვებდით ? შუღლსა და მტრობას ადამიანების ურთიერთობაში.
ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ? საყვარელი ადამიანების, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე ცხოვრება ხალისს კარგავს.
თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე ? ერთგულება.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება? უცნაურობით არ გამოვირჩევი.
რისი გჯერათ? მჯერა უფლის და გაბრწყინებული მომავლის.
რასაც არასოდეს გააკეთებდით? არ გავბოროტდები.
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება? კეთილშობილება, კეთილშობილი ადამიანი ყველა სიკეთისა და ღირსების წყაროა.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? სიკვდილის, დღე , რომელიც ყველა ადამიანისათვის გარდაუვალია, რომ არ წავიდე იმ ქვეყნად მოუნანიებელი.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირდ იყენებთ? არ არსებობს ასეთი ფრაზა, თუმცა ძალიან მიყვარს შემდეგი სიტყვები: “ არასოდეს დანებდე, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა“.
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის? ღვთის შიში, იცხოვრო სუფთა სინდისით და დაეხმარო ადამანებს, რისთვისაც აუცილებელი არაა იყო მდიდარი და ძლიერი, საჭიროა იყო კეთილი.
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? 2001 წელს ხობში შეიქმნა პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ რომლის წევრიც გავხდი .
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ყველა ჩემი ოპონენტი ბრძოლაში გამარჯვებული ღირსეული პიროვნება, მათ პატივს ვცემ, ჯანსაღი ოპონირება შესაძლებელია ყველასთან.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ? ყველაფერი ის, რაც არ ვიცი.
რითი ილამაზებთ ცხოვრებას? სიყვარულით, ეს ყველას არ შეუძლია და ვისაც მისი ძალა შესწევს იმას ნიშნავს რომ, ამქვეყნიერ ცხოვრებაში ბედნიერი იყო.
როგორი გინდათ დაგიმახსოვრონ? ერთ უბრალო ადამიანად.
როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ? ლამაზ დღეებს და მძიმე, ტკივილიან პერიოდს, სადაც არასოდეს მიღალატია ჩემი სინდისისთვის და პატიოსნებისთვის.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით? ჩემი ნება რომ იყოს ამქვეყნად არასოდეს იქნებოდა ომი, საქართველო იქნებოდა ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი.
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით- ლევ ტოლსტოის დავესესხები და ვიტყვი “ არ ცდება მხოლოდ ის ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა ესაა მისი მთავარი შეცდომა“.