საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“-ს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორმა ლევან მაქაცარიამ, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ახალი ხიბულის, ქვემო ქვალონისა და შავღელეს საბავშვო ბაგა-ბაღებს პოლონეთის საელჩოს დახმარება - სარემონტო მასალები და სხვადასხვა სახის ინვენტარი გადასცა.
საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ვიშეგრადის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარების და ტექნიკური დახმარების პროექტს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების წახალისება და მხარდაჭერა როგორც სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ისე ქართულ და ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ბაგა-ბაღებისთვის ინვენტარის გადაცემას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ელისო კვიკვინია დაესწრნენ.