27 აგვისტოს, ბიის საჯარო სკოლას, ამავე სკოლის კურსდამთავრებული ბატონი გრიგოლ შონია ეწვია, შეხვედრას დაესწრნენ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონ ხათუნა გერგაია, სკოლის დირექცია, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.
ბატონმა გრიგოლმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, რევაზ მიშველაძის თხუთმეტომეული და სკოლას აღუთქვა, რომ ეს არ იქნებოდა ერთჯერადი აქცია, მან, როგორც მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა მოსწავლეებს შეპირდა, რომ თანამედროვე მწერლებისა და ბიის სკოლის მოსწავლეების შეხვედრის ორგანიზებას მოაწყობდა.
მას ,თავის მხრივ შეხვედრის დაამსწრეებმა ,მადლობა გადაუხადეს საჩუქრისთვის და მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.