ქ. ბათუმში 14-21 აგვისტოს გაიმართა რიგით მეცხრე საჭადრაკო საერთაშორისო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი -2014“, სადაც მონაწილეობდა საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის სამოცამდე ნორჩი მოჭადრაკე.
საერთაშორისო ფესტივალზე ხობის მუნიციპალიტეტის ღირსებას იცავდნენ ნორჩი მოჭადრაკეები ანა და თეიმურაზ კვიკვინიები, რომლებმაც ასაკობრივ ჯგუფებში მიიღეს მონაწილეობა და ანამ 10 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა შორის- 4,5 ქულით, ხოლო თეიმურაზმა 8 წლამდე ჭაბუკთა შორის 5,5 ქულით ჩემპიონების ტიტულს დაეუფლნენ. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნორჩ მოჭადრაკეებს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ ასპარეზობებზე წარმატებებს