2014 წლის 14 ივლისიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი
გოჩა
ქაჯაია.
15 ივნისს გამგეობის სააქტო დარბაზში ჩაატარდა
თათბირი გამგეობის მოსამსახურეებთან. გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნული
პირები:
ვარაზ გაბედავა - გამგებლის მოადგილე,
მახარე ჩოკორაია - გამგებლის მოადგილე,
ზვიად ბუკია - ადმინისტრაციული
სამსახურის
უფროსი,
დავით ჭოჭუა - საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი,
ზაზა ბუკია - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი,
როზეტა შულაია - კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი,
შოლინა კანკია - შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი,
ზაზა კუპრეიშვილი - წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი.
გოჩა არაჩემია - სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი.
თათბირზე გამგებელმა ისაუბრა საკრებულოსა და გამგეობის ფუნქციებსა და
უფლებამოსილებებზე, გამგებლის მოადგილეებისთვის
გადანაწილებულ სფეროებზე, მოსალოდნელი რეორგანიზაციის პროცესებზე, შრომით დისციპლინაზე, სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაზე.
გამგებელმა
გამგეობის ახალდანიშნულ თანამდებობის პირებს და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეებს წარმატებები
უსურვა.