ხობელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა


სლოვაკეთის ქალაქ სნინაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სადაც მრავალი ქვეყნის მონაწილეთა შორის ხობელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭიდავე და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჯონი ხეცურიანი ასპარეზობდა. მან 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა (მწვრთნელ-მასწავლებელი: ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ნორჩ მოჭიდავეს დიდ წარმატებას.