საღამოს ღონისძიებებში ხობელ ახალგაზრდებთან ერთად
ჩართულია ჩამოსული სტუმრები, რომლებიც ერთობლივად
მართავენ პოეზიის საღამოებს, კონცერტებს და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს.
მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანის ხობში ჩამოსვლას ხობელი ახალგაზრდები ლოზუნგებით დახვდნენ, გამარჯვება
მიულოცეს სიმღერებით, ლექსებით და წარმატებები უსურვეს მას და სხვა
ხობელ ჩემპიონებს. მსგავსი საღამოები
სხვადასხვა ფორმატში აგვისტოს ბოლომდე
გაგრძელდება.