ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში მიმდინარეობს სენაკი-ფოთის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ჭალადიდის თემის გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონი იგება, სამუშაოებს შპს „გეომშენი 2004“ ახორციელებს.
არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ.