18 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემში საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში, ინტეგრაციის პროგრამა - „ახალგაზრდული იდეას“ ხობის წარმომადგენლობამ მოიყარა თავი. ახალგაზრდებმა „პოეზიის საღამო" თანამედროვე სტილში წარმართეს. ღონისძიება უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა გახსნეს, ნორჩმა პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და შეასრულეს თანამედროვე და კლასიკური სიმღერები.
პოეზიის საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია და წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში ლევან ღვინჯილია ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს ფარული კენჭისყრით გამოვლენილი საუკეთესო ლექსების ავტორი ანა ჯობავა დასაჩუქრდა. სტუმრებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და ისაუბრეს იდეაზე, რომელიც უახლოეს დღეებში კიდევ ერთ საინტერესო და მასშტაბურ ღონისძიებად იქცევა და „ახალგაზრდული იდეას“ წარმატებები უსურვეს.