საკრებულოს წევრის ინიციატივა დაარსდეს ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო

16 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განახლდა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად ცნობის სახით მოსმენილ იქნა საკრებულოს წევრების ვარაზ გაბედავასა და ზაზა ბუკიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობებზე დანიშვნის გამო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ცნობად მიიღეს შემდეგი ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაციები: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“- თავმჯდომარე მალხაზ ლაგვილავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- თავმჯდომარე თემურ გულუა და „თავისუფალი დემოკრატები“- თავმჯდომარე როსტევან გვარამია. სხდომაზე დამტკიცებულ იქნა შექმნილი კომისიების დებულებები და შემადგენლობები. ასევე განისაზღვრა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა. სხდომის დასასრულს ლ. გვასალია შემოვიდა ინიციატივით დაარსდეს ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ამ საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.