ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათავალიერეს. პირველ ეტაპზე გასვლა მოეწყო ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემში ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. ბიისა და ხეთის თემებში ასევე ხორციელდება მოსაცდელების კეთილმოწყობითი სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნობიან.