ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა |
14 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია ლომაიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი გოჩა ქაჯაია წარუდგინა.
საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გენადი ქაძანაია უძღვებოდა. საკრებულოს სხდომამ საკრებულოს 36 წევრის უფლებამოსილება სცნო. ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მამუკა ქარდავა.
საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ:
სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისია - ნუგზარ შუშანია;
იურიდიულ საკითხთა კომისია - შოთა სირაძე;
საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისია - ტარიელ ალექსანდრია;
სოციალურ საკითხთა კომისია - დოდო გაბუნია;
ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისია - გოჩა სიჭინავა
ახალ საკრებულოში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით 9, ხოლო მაჟორიტარული სიით 16 წევრი ჰყავს. საკრებულოში პროპორციული სიით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 4, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ - 1, „კახა კუკავა -არასაპარლამენტო ოპოზიციას“ - 1, ხოლო საინიციატივო ჯგუფს - საკრებულოს 4 წევრის მანდატი ხვდა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია:1. გაბედავა ვარაზი
2. ქარდავა მამუკა
3. გაბუნია დოდო
4. ცატავა ლაშა
5. ოდიშარია ქეთევანი
6. შუშანია ნუგზარი
7. ფილიპია მერაბი
8. ბუკია ზაზა
9. ჭილაია შადიმანი
10. ქავთარაძე ლევანი
11. ზარანდია გენადი
12. შონია ფრიდონი
13. ლაგვილავა მალხაზი
14. გვასალია ლაშა
15. აბაკელია თენგიზი
16. ლემონჯარია მზია
17. სიჭინავა გოჩა
18. ლოლუა ლეონიდე
19. გოგოლაძე იგორი
20. ნადარაია მერაბი
21. ალექსანდრია ტარიელი
22. ნაჭყებია ალექსანდრე
23. სირაძე შოთა
24. ჯობავა ედიშერი
25. ქაძანაია გენადი
26. გულუა თემური
27. ნადარაია ირაკლი
28. გულუა დიანა
29. სერგია როლანდი
30. ლატარია კახა
31. კუკავა ვასილი
32. წურწუმია ედიშერი
33. მიქაბერიძე კახა
34. ნადარაია ჯემალი
35. გვარამია როსტევანი