საქართველოს ამხანაგური ღია ჩემპიონატი კარატე ტაეკვონ-დოში

2014 წლის 29 ივნისს სამეგრელოს ტაეკვონ-დოს (WTF) ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს ამხანაგური ღია ჩემპიონატი კარატე ტაეკვონდო-ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის სასპორტო სკოლების1995-2002 წლებში დაბადებული ნორჩი კარატისტები. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კარატეს ჯგუფის მოსწავლეები (მწვრთნელ-მასწავლებელი პაატა ოჩიგავა).
ხობელმა ნორჩმა სპორტსმენებმა ღირსეული წარმატება მოიპოვეს.
საერთო შედეგების მიხედვით გუნდურ III ადგილს დასჯერდნენ, ხოლო პირადი შედეგები კი ასეთია:
გივი შანავა (42 კგ წონითი კატეგორია) I ადგილი;
გიგი იოსავა (22 კგ წონითი კატეგორია) I ადგილი;
დაჩი ნადარაია (55 კგ წონითი კატეგორია) II ადგილი;
გურამ ალექსანდრია (42 კგ წონითი კატეგორია) II ადგილი;
თემურ ალანია (28 კგ წონითი კატეგორია) II ადგილი;
ქრისტინე ბუკია (35 კგ წონითი კატეგორია) II ადგილი.