ქ. ფოთში 20 ივლისს საზეიმოდ დაიხურა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი - 2014''. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის 450-მდე წამყვანმა მოჭადრაკემ, მათ შორის იასპარეზა ხობელმა ნორჩმა მოჭადრაკემ თეიმურაზ კვიკვინიამ, რომელმაც
შეჯიბრზე III საპატიო ადგილი დაიკავა. ტურნირის ორგანიზატორებმა: ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებული მოჭადრაკეები დააჯილდოვეს თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით.