მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით (video)

 ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი გოდერძი ბუკია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხობში მიმდინარე განსახორციელებელ პროექტებს შეეხო, კერძოდ, სიმინდის ზეთის საწარმოს აშენებას და ამ საქმეში ნიშანდობლივად ხაზი გაუსვა ბატონ ოთარ დანელიას თანადგომას. ასევე, ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორცილებელ და განათლების სფეროში არსებულ საკითხებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა ინიციატივით მიმართა კოლეგებს, 17 მაისის, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღის, უქმე დღედ გამოცხადების შესახებ.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=meore&seekTime=26-07-2014+15%3A32