წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავღელეში, ჭალადიდსა და ქარიატაში მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
პარტიის ლიდერებს ხობის გამგებლობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე ახლდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები გაახსენეს.