8 ივნისს ქ. ქუთაისში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები, რომელშიც ბრწინვალედ იასპარეზეს ჩვენი რეგიონის მოჭადრაკეებმა: 18 წლის ჭაბუკთა ჩემპიონატში 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნიკა ღვამბერიამ (ფოთი). 10 წლის გოგონათა შორის 7,5 ქულით ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა დიანა ლომაია (ხობი), 10 წლის ჭაბუკთა შორის 7 ქულით ასევე ვიცე-ჩემპიონი გახდა გიორგი ნაყოფია (ზუგდიდი), ხოლო 18 წლის ჭაბუკთა შორის 6,5 ქულით მე-3 ადგილი ერგო გიორგი ბეჭვაიას (ზუგდიდი)