მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ხობის „იმედი“ გახდა


4-8 ივნისს ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. ჩემპიონატში საქართველოს რეგიონულ გუნდებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის გამარჯვებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ (დირექტორი ზ. ლატარია) ნორჩი ფეხბურთელები გახდნენ. საბოლოო შეხვედრაში ხობის „იმედი“ ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმების შედეგად პირველობა ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები ფესტივალის ორგანიზატორების მიერ პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი საზეიმოდ რაბათის ციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დასრულდა.